კახა კალაძე: საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს

კახა კალაძე: საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არ იქნება არანაირი ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.