ცხრა საათზე მეტია საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის გამწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს.
მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტების ნაცვლად, უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებს იშველიებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან „ნაც-აქტივიც“ იყო შეკრებილი.
მოგვიანებით, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები შეამცირა და პირველივე დღეს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა მოხსნა, რაც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. ეს კი მანამდე მოხდა, სანამ მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელი სიტყვით გამოვიდოდა.