პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია „ქოლცენტრების“ საქმეზე, „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებას გამოეხმაურა.
აღნიშნულით მან საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირის დაკავების ფაქტიც შეაფასა.
„ის, რასაც ახორციელებს ოპოზიცია და სამწუხაროდ, ამას შეუერთდა „ჰელსინკის კომისია“, ამას ჰქვია, ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო. როდესაც ასეთი უსამართლო განცხადებები კეთდება, სამწუხაროა. ახლა იქნებოდა გამართლებული, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ გააკეთოს განცხადება არა მხოლოდ ამ დაკავებასთან დაკავშირებით, არამედ იმ საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც BBC-მ გაავრცელა“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ქოლცენტრების სკანდალურ საქმეზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დავით კეზერაშვილის გარემოცვასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი დააკავეს.