გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ფული მონაწილეობს - NDI, IRI და საელჩოები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებენ, ობიექტურ შემფასებლად ვერ გამოდგებიან

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ფული მონაწილეობს - NDI, IRI და საელჩოები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებენ, ობიექტურ შემფასებლად ვერ გამოდგებიან

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ფული მონაწილეობს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„პირდაპირ საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ. რა „დემოკრატიული ფესტივალი“?! ხალხში დადიან, სადაც მიესვლებათ. NDI, IRI და ვერც საელჩოები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებენ, ობიექტურ შემფასებლად ვერ გამოდგებიან და მათ შეფასებას ნულის ფასი ექნება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ „დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.