ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლში, მანამდე კი განსახლების უპრეცედენტო პროგრამა გრძელდება

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლში, მანამდე კი განსახლების უპრეცედენტო პროგრამა გრძელდება

ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლში, მანამდე კი განსახლების უპრეცედენტო პროგრამა გრძელდება, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დელეგატი გლდანის რაიონში, ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.

მისივე თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლში, მანამდე კი განსახლების უპრეცედენტო პროგრამა გრძელდება. 

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. 

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.