ცესკოს უტევენ ის ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები, რომელთა რენომე ნულოვანია, საქართველო ამ არჩევნებსაც მშვიდობით, დემოკრატიულად და ღირსეულად ჩაატარებს აგენტოკრატიის ვასალების ტოქსიკური კამპანიის მიუხედავად

ცესკოს უტევენ ის ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები, რომელთა რენომე ნულოვანია, საქართველო ამ არჩევნებსაც მშვიდობით, დემოკრატიულად და ღირსეულად ჩაატარებს აგენტოკრატიის ვასალების ტოქსიკური კამპანიის მიუხედავად

26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, შესაბამისად, ხელმოცარულ რადიკალთა პროპაგანდა იწყებს დრეიფს იმ ჭაობში, საიდანაც ვერასდროს გამოვა. არც აქვთ ამის სურვილი და უნარ-ჩვევები,  -  ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით,  ცესკოს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც დადებითად არის აღიარებული, ისეთი ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები უტევენ, რომელთაც რეპუტაცია არ გააჩნიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო ამ არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს.

"26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, შესაბამისად, ხელმოცარულ რადიკალთა პროპაგანდა იწყებს დრეიფს იმ ჭაობში, საიდანაც ვერასდროს გამოვა. არც აქვთ ამის სურვილი და უნარ-ჩვევები. 

საერთაშორისო ასპარეზზეც მრავალგზის დადებითად აღიარებულ, საქმის ფილიგრანულად შემსრულებელ ცესკოს უტევენ და შეუტევენ ის ექსტრემისტი პოლიტიკური აქტორები, რომელთა რენომე ნულოვანია.  

საარჩევნო ადმინისტრაციის ე.წ. "გაშავების" ჩამოკონკილი "ნაცმესიჯბოქსი" უცვლელია - ვითომ არადემოკრატიულია, ვითომ კორუმპირებულია, ვითომ ნეპოტისტურია, ვითომ ძალადობრივია, ვითომ გაუმჭვირვალე რეკრუტირების პროცესია საარჩევნო კომისიებში და ა.შ. 

გამხმოვანებლები იგივენი - დრომოჭმული ე.წ. პოლიტიკოსები და ე.წ. "ენჯეოშნიკები" ნაცსექტიდან, რომლებიც სხვადასხვა ამპლუას თუ "პარტიუგას" ირგებენ, მაგრამ უაღრესად სასაცილოდ გამოიყურებიან, რადგან უსამშობლოთა "ნაცობა" ვერსად იმალება.

საქართველო ამ არჩევნებსაც მშვიდობით, დემოკრატიულად, თავისუფლად და ღირსეულად ჩაატარებს აგენტოკრატიისა და მისი ანტიქართული ვასალების ტოქსიკური კამპანიის მიუხედავად." -  წერს გია აბაშიძე.

მერაბ.g ეგ ყველაფერი რახარუხია, თქვენ განმარტეთ ერთადერთი ბრალდება - აქვს თუ არა ცესკოს პროფესიულ და პარტიელ წევრებს განსხვავებული ხელფასი და თუ კი, რატომ?
3 თვის უკან