საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი

საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი

საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ნიკოლაი დუროვის დასაკავებლად ორდერი მარტში გამოიცა. დოკუმენტი, რომელსაც „პოლიტიკო“ ექსკლუზიურად გაეცნო, აჩვენებს, რომ „ტელეგრამის“ მიმართ ფარული გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

საუბარი ეხება „ტელეგრამის“ უარს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა „ტელეგრამის“ მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა, რის შემდეგაც საფრანგეთმა დუროვების დაკავების ორდერი გამოსცა.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს საფრანგეთის აეროპორტში დაკავებული პაველ დუროვისთვის წინასწარი დაკავების 96-საათიანი ვადა დღეს იწურება, რის შემდეგაც ფრანგმა სამართალდამცველებმა ის უნდა გაათავისუფლონ ან სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც მისი შემდგომი ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.