თამარ ჩიბურდანიძე: დემოკრატიის უკუსვლა თურმე სწორედ ამერიკაში ყოფილა. ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.. ვინ იქნება შემდეგი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში, კორუფციაში და სხვა მანკიერებებში ამხელს?

თამარ ჩიბურდანიძე: დემოკრატიის უკუსვლა თურმე სწორედ ამერიკაში ყოფილა. ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.. ვინ იქნება შემდეგი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში, კორუფციაში და სხვა მანკიერებებში ამხელს?

„როდესაც მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი პიროვნებები ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის და ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, ისღა დარჩენია სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და  საქართველოს სიტუაცია რეალურად შეაფასონ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გამოთქვამს იმედს, რომ ფეისბუქი საქართველოში, წინასაარჩევნოდ არ იქცევა  „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის პლატფორმად.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედია ეცნობა მათივე გავლენიანი მოქალაქეების საჯარო განცხადებებს. რაშიც მათ ჩვენ დაგვდეს ბრალი, თავადვე ყოფილან დამნაშავეები. დემოკრატიის უკუსვლა თურმე სწორედ ამერიკაში ყოფილა. ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი.. ვინ იქნება შემდეგი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში, კორუფციაში და სხვა მანკიერებებში ამხელს? 

როდესაც მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი პიროვნებები ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის და ხელისუფლების ნაკლოვანებებზე, ისღა დარჩენია სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და  საქართველოს სიტუაცია რეალურად შეაფასონ.  

რაც შეეხება მარკ ცუკერბერგის განცხადებას, იმედია, ფეისბუქი ჩვენზეც  შეეშვება ზეწოლას და წინასაარჩევნოდ არ იქცევა კონკრეტულად  საქართველოში,  ნაცების პროპაგანდის პლატფორმად. საზოგადოების უმრავლესობას შეზღუდული აქვს თავისუფალი კომენტარები სოციალურ ქსელში, მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს  სრული ანშლაგი აქვთ დეზინფორმაციაზე, შეურაცხყოფებზე და სიძულვილის ენაზე,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.