მომხრე ვარ, რომ ამერიკასა და ევროკავშირთან გვქონდეს უაღრესად მჭიდრო კავშირი. მაგრამ ბრიყვი არ ვარ, რომ ყველაფერს ისე დავუჯერო, რომ თითქოს ყველაფერი ისეა, რასაც გვეუბნებიან, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
„დასრულდება არჩევნები და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საქართველოა და ქართველები გადავწყვიტავთ საქართველოს ბედს. უცხოეთი შეეცადოს, რომ ნაკლებად ჩაერიოს არჩევნებში. იტყვიან არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება ყველას ქვეყანა ერევა“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.