დავით მათიკაშვილი მარკ ცუკერბერგის მიერ გაგზავნილ წერილზე: მსგავსი ფაქტები შეერთებული შტატების მოსახლეობას კიდევ მეტ რესურსს და საფუძველს მისცემს, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს

დავით მათიკაშვილი მარკ ცუკერბერგის მიერ გაგზავნილ წერილზე: მსგავსი ფაქტები შეერთებული შტატების მოსახლეობას კიდევ მეტ რესურსს და საფუძველს მისცემს, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მარკ ცუკერბერგის მიერ შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები შეერთებული შტატების მოსახლეობას კიდევ მეტ რესურსს და საფუძველს მისცემს იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

„მსგავსი ფაქტები შეერთებული შტატების მოსახლეობას კიდევ მეტ რესურსს და საფუძველს მისცემს, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს. მაშინ როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაკრიტიკებს, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სრულიად უსაფუძვლოდ მიგვანიშნებს დემოკრატიის უკუსვლაზე, ამ დროს საკუთარ ქვეყანაში ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რომელიც არათუ არ არის თავსებადი, არამედ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„მეტას“დამფუძნებლის წერილში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფეისბუქზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ამერიკელების მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციისთვის ცენზურა დაედო. პარალელურად ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ფეისბუქმა ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქთან დაკავშირებული ისტორია დამალა.