თამარ კორძაია: დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც უნდა ვთქვათ, რომ გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში!

თამარ კორძაია: დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც უნდა ვთქვათ, რომ გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში!

დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში! - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მხოლოდ აპირისპირებს და ყოფს.

„ჩვენ მიერ უკვე არაერთგზის იქნა განმარტებული, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილით სათავეში, მხოლოდ აპირისპირებს, ყოფს და საზოგადოების წინაშე რეპრესიების მუქარით გამოდის. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები არის ქვეყნის გადარჩენის თუ უფსკრულში გადაჩეხის, ევროპული კეთილდღეობისა თუ იზოლაციაში სიღატაკის გადაწყვეტილების დღე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დიახ, 26 ოქტომბერი არის ჩვენი გადაწყვეტილების დღე, სადაც ჩვენ უნდა ვთქვათ, გვინდა კეთილდღეობით ცხოვრება ევროპაში და არ გვინდა სიღატაკით ცხოვრება იზოლაციაში!“- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. „უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მერაბ.g შენ რომ კეთილდღეობით ცხოვრება გინდა, ამას ადასტურებს მთელი შენი პოლიტიკური ბიოგრაფია - კალიასავით დახტიხარ იქ სადაც საშენო სარგებელია! ხალხი ბრძენია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, თუმცა ვეჭვობ ეს საშენო კეთილდღეობას წაადგეს
3 თვის უკან