სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის - ყველა ვიღაცას ეპრანჭება - პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი

სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის - ყველა ვიღაცას ეპრანჭება - პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი

მე სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის - ყველა ვიღაცას ეპრანჭება - ზოგი ამომრჩეველს, ზოგი დონორს - პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი, შეიძლება „ენჯეო“ სექტორს ან ოპოზიციას, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსარჩელეების მიზანია, რომ სათქმელი ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ, ვიბრძოლეთ და ვერაფერს მივაღწიეთო.

„ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელეების მიზანია, რომ სათქმელი ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ, ვიბრძოლეთ და ვერაფერს მივაღწიეთო. მაშინ, როდესაც ყველას წინასწარ ესმის და სარჩელის შედგენის მომენტშიც ცხადია, რომ ის სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტი თვითონვე გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად სრულიად უაზრობაზე, ამ სარჩელის განმხილავი უბრალოდ, ვერ იქნება. ამით, უბრალოდ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე ლეგიტიმაციის მინიჭება, თითქოს იქ ახლა მართლა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს და არა სხვა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, არ სჯერა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად სცნო, მართლმსაჯულება სამართლიანად განახორციელა.

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ სარჩელის შეტანა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად სალომე ზურაბიშვილო გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად და მაშინ თუ საკონსტიტუციო სასამართლოსი გჯერა, შენ უნდა გადადგე. რადგან აღმოგიჩენია, რომ თურმე კონსტიტუცია შემოგერღვია და ახლა ვერ უნდა იყო მაგ თანამდებობაზე. ან არ უნდა დაიჯერო საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომ მან სამართლიანი მართლმსაჯულება განახორციელა. მე მაგალითად, არ მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად სცნო, მართლმსაჯულება სამართლიანად განახორციელა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული სარჩელების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის მოტივი ის არის, რომ „ყველა ვიღაცას ეპრანჭება“”.

„ჩემი აზრით ყველა ვიღაცას ეპრანჭება - ძირითადად, ეს არის ამ სარჩელების შეტანის მოტივი. მე სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის. მაგრამ ყველა ვიღაცას ეპრანჭება - ზოგი ამომრჩეველს, ზოგი დონორს. პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი, შეიძლება “ენჯეო” სექტორს ან ოპოზიციას”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

მერაბ.g ერ მიხვდი? მართლმადიანი ზურაბიშვილი ეპრანჭება იმათ, ვინც მისი შვილები დაასაქმა და ვისი იმედიც აქვს დეკემბერში აქედან წასვლის შემდეგ
3 თვის უკან