გურამ მაჭარაშვილი „დემოკრატიის ფესტივალზე“: NDI-სა და IRI-ის მოვუწოდებთ, არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან

გურამ მაჭარაშვილი „დემოკრატიის ფესტივალზე“: NDI-სა და IRI-ის მოვუწოდებთ, არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან

NDI-სა და IRI-ის მოვუწოდებთ, არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „დემოკრატიის ფესტივალზე“ საუბრისას.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ პირდაპირ ამხილა როგორც პოლიტიკური პროცესი. ჩვენთვის ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ ეს არის კარგი, როდესაც კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს, არის პირდაპირ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ფინანსდება დონორებისგან. ამიტომ, კიდევ ერთხელ NDI-სა და IRI-ის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მათი ნდობის ხარისხი არის ნულოვანი, მაინც მოვუწოდებ, რომ არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა „დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.