ჯორჯ სოროსის ვაჟი ალექს სოროსი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს კიევში შეხვდა

ჯორჯ სოროსის ვაჟი ალექს სოროსი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს კიევში შეხვდა

ჯორჯ სოროსის ვაჟმა, ღია საზოგადოების ფონდების ხელმძღვანელმა ალექს სოროსმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან კიევში შეხვედრა გამართა.

როგორც სოროსმა X-ზე დაწერა, მისი ვიზიტი რუსეთის მიერ დაბომბვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს დაემთხვა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინის მომავლის შესახებ სხვადასხვა კრიტიკულ საკითხზე იმუშავა.

"კარგია, რომ დავბრუნდი კიევში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ დაბომბვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე - კრიმინალური თავდასხმები უკრაინის ელექტრო ქსელზე. ვიმუშავე ანდრეი ერმაკთან და სხვებთან ერთად საპრეზიდენტო ოფისში, ქვეყნის მომავლისთვის კრიტიკულ საკითხებზე." - დაწერა ალექს სოროსმა.