ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, ჩინეთში ჩავიდა. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, სალივანი წამოაყენებს მწვავე საკითხებს, როგორიცაა ურთიერთობა ტაივანთან და რუსეთთან, იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თანამდებობის დაკავებამდე თვეები დარჩა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეხუთე შეხვედრა დაიწყო 18 თვეზე ნაკლებ დროში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსან ვანგ იისთან, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის მიმართ საკუთარი სტრატეგიის გაძლიერებას ცდილობს, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობის მიუხედავად.
"ბევრი რამ არის სალაპარაკო - მაგრამ ალბათ ცოტაა ისეთი რამ, რაზეც ისინი შეთანხმდებიან." - წერს "ნიუ იორკ თაიმსი". მათივე ცნობით, სალივანი გეგმავს განიხილოს ფენტანილის გავრცელების შეზღუდვაზე ჩინეთთან ერთად მუშაობა და მაღალი დონის სამხედრო კონტაქტების გაფართოების საკითხები. ის ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით და შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო.
თავის მხრივ, ჩინეთმა მიანიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს გამოთქვამს პროტესტს, მათ შორის, ტაივანისადმი ამერიკის მხარდაჭერის და ჩინეთში ტექნოლოგიების ექსპორტზე აშშ-ის კონტროლის შესახებ.
https://www.nytimes.com/2024/08/27/world/asia/sullivan-biden-china-xi.html