იაგო ხვიჩია: ყოჩაღ ლევან ბერძენიშვილს, რომ „ქოცებს“ ერეკლე მეფისთვის ძეგლი დაადგმევინა, არავის ახსოვდა მისთვის ძეგლის დადგმა

იაგო ხვიჩია: ყოჩაღ ლევან ბერძენიშვილს, რომ „ქოცებს“ ერეკლე მეფისთვის ძეგლი დაადგმევინა, არავის ახსოვდა მისთვის ძეგლის დადგმა

ყოჩაღ ლევან ბერძენიშვილს, „ქოცებს“ ერეკლე მეფისთვის ძეგლი რომ დაადგმევინა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, არავის ახსოვდა მისთვის ძეგლის დადგმა, ვიდრე ლევან ბერძენიშვილმა კრიტიკული განცხადება არ გააკეთა.

„მოგეხსენებათ, არავის ახსოვდა მისთვის ძეგლის დადგმა, ვიდრე ლევან ბერძენიშვილმა კრიტიკული განცხადება არ გააკეთა ერეკლე მეფის მიმართ. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში „ქოცები“, პირდაპირ თუ ირიბად, ამ ნარატივის ქვეშ მოქმედებენ და ძეგლს დგამენ, თორემ 12 წელია, ხელისუფლებაში არიან და ნებისმიერი ვინმეს ძეგლის დადგმა მოესწრებოდა აქამდე, თუ მოინდომებდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება.

Gami ეს უსარგებლო იდიოტი თელავში ნამყოფი არ არის.
3 თვის უკან