არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებულები არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის. ფინანსური მექანიზმები არის ამისთვის გამოყოფილი

არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებულები არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის. ფინანსური მექანიზმები არის ამისთვის გამოყოფილი

სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებულები არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების და საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის. ფინანსური მექანიზმები არის ამისთვის გამოყოფილი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამის დასტურია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული მონიტორინგის შედეგები.

„ეს კიდევ ერთხელ დასტურდება, აი ამ გზავნილით, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ანტიკორუფციულმა სამსახურმა ვალდებულება დააკისრა კონკრეტულ „თავისუფლების მოედანს“ და მის წევრებს, რომ მათ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეკუთვნის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების წარმოება. ეს არის ზოგადად, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეში დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა, უცხო ფინანსები აფინანსებენ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს და რა თქმა უნდა არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.