პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ ფსევდო ფესტივალებს, რომლებიც რეალურად არა დემოკრატიაზე, არამედ ავტორიტარიზმზეა, სადაც არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტები გამოფენილი ბანერების სახით. არის მოწოდებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე, ან პირიქით კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების თვალსაზრისით.
ეს არის ის პროცესი, რომელიც კონტროლდება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ამ ფორმით უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით დაფინანსება დაუშვებელი და აკრძალულია.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.