თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ის, დავით ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.
„კლავიატურის იქით გაიხედავ, თუ რა მოხდა ამ წლების განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში დაინახავთ, რომ კახეთი მდიდრდება და ეს კახეთის ეკონომიკის, კახეთში მიმდინარე სოფლის მეურნეობის და აგრარული პოლიტიკის, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგია. თავისივე მოგონილ რუსულ მესიჯს გადაჰყვებიან თვითონვე. ამ რუსული მესიჯის მსხვერპლი არიან უკვე და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოელით აი, ამ რუსული მესიჯის გამო მთელს ოპოზიციას“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახელები პირდაპირი ხალხია და ამბობენ, რომ მეცოცხეების ატანა არა აქვთ, ასევე ფიწრობს ბევრი სხვა მაგრამ საჯაროდ არ ამბობს ჯერ!