გურამ მაჭარაშვილი: ვინ არის დავით ზურაბიშვილი, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ კუთხეს შეურაცხყოფას აყენებს?!

გურამ მაჭარაშვილი: ვინ არის დავით ზურაბიშვილი, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ კუთხეს შეურაცხყოფას აყენებს?!

ვინ არის დავით ზურაბიშვილი, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ კუთხის საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს?! - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი დავით ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.

„შეიძლება ადამიანი დაბოღმილი იყოს, მაგრამ ეს ბოღმა ისე არ უნდა შეგემჩნეს ადამიანს, რომ საკუთარ ერს შეურაცხყოფები მიაყენო. მერე, როცა დადგება გარკვეული პერიოდი და ზურაბიშვილი იქნება, ბერძენიშვილი თუ გვარამია, რომ ჩავა საზოგადოებაში და იქ შესაბამის რეაქციას რომ მიიღებს, ეს რატომ უნდა იყოს გასაკვირი?! ვინ არის დავით ზურაბიშვილი, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ კუთხის საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს?! სულ მანიპულატორი იყო და უნდა შეხტომოდა იმ რელსებზე პარტიას, რომელიც პარლამენტში შედიოდა, ახლა არ გაუმართლა და არის დაბოღმილი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია.

მერაბ.g თუ ვინაა ზურაბიშვილი, ამაზე უკვე დავწერე, ახლა მთავარი: მისმა ამ ჯლოყონმა ხომ კიდევ უფრო დასწია კახეთში მეცოცხეების რეიტონგი? ვისმა ფულმა შეგაგულიანა ამ "მარგალიტის" დასაპოსტად ზურაბიშვილო? :))
3 თვის უკან
მერაბ.g ზურაბიშვილსაც ეშველება და ზოგადად მეცოცხეებსაც მოვიშორებთ, მაგრამ მაჭარაშვილისთანა რეგვენებისგან როდის გათავისუფლდება ოცნება?
3 თვის უკან