მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.

საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს.

„მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ“, - წერს ცუკერბერგი.

„მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არცერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა მივდიოდეთ ზეწოლის შიშით, და ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, თუ ამგვარი რამ განმეორდება“, - აღნიშნავს ის.

ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში ის მონაწილეობას არ მიიღებს.