მაია ბითაძე: მთავარი არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, არის მშვიდობა და ნათელი მომავალი

მაია ბითაძე: მთავარი არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, არის მშვიდობა და ნათელი მომავალი

მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა - „ქართული ოცნების“ გზავნილები მოსახლეობას. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ გზავნილები რეალობაზე ორიენტირებულია და მათი განხორციელება იმ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც სახელისუფლებო პარტია უკვე 12 წელია ახორციელებს.

„ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ იმას, თუ რასა და რას შორის გვაქვს არჩევანი და რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ გადამწყვეტ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია. მთავარი არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, არის მშვიდობა და ნათელი მომავალი და არა არეულობა და რადიკალიზაციის გამწვავება, რასაც გვთავაზობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.