ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, რა სახელითაც არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.
„ის ძალა, რომელიც არის დანაშაულებრივი, ის ძალა, რომელიც ქვეყანას აზიანებს, ცდილობს, რომ მას რეპუტაციულად შეულახოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პასუხი უნდა აგონ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მიუძღვით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე“, - მიიჩნევს მიქანაძე.