მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა

მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეერთებული შტატები თავის ელჩს მექსიკის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, ობრადორმა დადებითად უპასუხა.

გასულ ხუთშაბათს, აშშ-ის ელჩმა მექსიკის სასამართლო რეფორმა შეაფასა, როგორც საფრთხის შემცველი მექსიკის დემოკრატიისთვის.

ობრადორმა ხაზი გაუსვა ქვეყნების დამოუკიდებელი სუვერენიტეტების პატივისცემის აუცილებლობას.

ლაზი ხედავთ? ის რაც მექსიკის პრეზიდენტისთვის საშინაო საქმეებში ჩარევაა, ჩვენისთვის და ოპოზიციისთვის , ჩვენზე ზრუნვა, ხოლო მოსამართლეების დასანქცირება კი მეგობრობა. აბა!
საერთოდაც, თუ ამერიკის ელჩი ქვეყნის მმართველობას ხელში აიღებს, ეს მთლად სიყვარულობა იქნება, ამათთვის.
11 თვის უკან
მერაბ.g დარჩა პლანეტაზე ქვეყანა, რომლის საშინაო საქმეებში აშს არ ერევა? დარწმუნებული ვარ მექსიკაშიც იქნებიან ცალ ფეხზე მდგომი ასოები, რომლებიც ამას ამერიკელების მათზე ზრუნვით ახსნიან :))
11 თვის უკან