Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 39 წლის მამაკაცი აპლიკაცია telegram-თან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩო ოპერატიულად მუშაობს სიტუაციის გასარკვევად.

შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი თქვა, მაგრამ აკრძალვა 2021 წელს გაუქმდა.

წყარო: BBC