ჯო ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო ტენესელი მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

ჯო ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო ტენესელი მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა - იუწყება ABC NEWS.

გამოცემას მოჰყავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ კაილ ალტონ ჰოლს ბრალი მოქმედი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ მუქარის მუხლით წარედგინა. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მუქარა ძირითადად, სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე ხორციელდებოდა.

მამაკაცი ბაიდენის მიმართ დაწერილ კომენტარებში იყენებდა სიტყვებს „მოკვლა, სროლა, თვითმფრინავის ჩამოგდება“. ის ასევე მკვლელობით ემუქრებოდა ჰარისსა და ობამას.