მევახშე ხაზარაძის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრინციპია ერთი ხელის მოსმით შეიერთონ ყველა, ვინც კი ფულზე იყიდება, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
„არც მეტი არც ნაკლები, ვიქტორ ყიფიანი დაემატა ახლა ამ ქვეყნის მღლეტავის ე.წ. პოლიტიკურ გუნდს. გარდა იმისა, რომ ეს ვინმე ყიფიანი მუშაობდა ბიძინასთან ერთ-ერთი ადვოკატის პოზიციაზე და შემდგომ რაც გაირკვა, დათვურ სამსახურს უწევდა მას, სხვა არაფერი არ არის ცნობილი. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში მყოფი პერსონალიები, ადასტურებენ მის მორალურ და ზნეობრივ ხარისხს. კიდევ მრავალი ასეთი უსახო და ამორალური პიროვნება ჰპოვებს ნავსაყუდელს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, - წერს გამსახურდია.