„სასოწარკვეთილ ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ოცნების ღირსეულ წევრებზე შეტევა და მათთვის ჩვეული ბინძური პოლიტიკით გასვრა. იმდენად მძიმეა მათთვის არჩევნებამდე ყოველი დღე, რომ ალბათ 26 ოქტომბრამდე საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის წევრები გაბოროტებულები არიან და ყველა ღირსეულ ადამიანს ესხმიან თავს.
ჩიბურდანიძე თვლის, რომ ოპოზიცია რაც უფრო მეტად მიაყენებს შეურაცხყოფას ღირსეულ ადამიანებს, მით უფრო მეტი ხალხი მივა არჩევნებზე და განაჩენს გამოუტანს ოპოზიციას.
„სასოწარკვეთილ ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ოცნების ღირსეულ წევრებზე შეტევა და მათთვის ჩვეული ბინძური პოლიტიკით გასვრა. იმდენად მძიმეა მათთვის არჩევნებამდე ყოველი დღე, რომ ალბათ 26 ოქტომბრამდე საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ.
ჯერ ნათია მეზვრიშვილის მდაბიო შეტევა დიმიტრი ხუნდაძეზე, შემდეგ ნაცების და სხვა ქვეყნის მონების ვარლამ ლიპარტელიანზე… გაბოროტებული ოპოზიცია ყველა ღირსეულს თავს ესხმის. ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქ-სტატუსი დეზინფორმაციის პიკი რომ არის, ამაზე არაფერს ვამბობთ. უბრალოდ, იმდენად დაბნეულები არიან, რომ ამ შეკვეთილი თუ საკუთარი “გონიერებით” გამომცხვარი სტატუსით ისევ თავისი პარტიის წევრს რომ მიაყენა შეურაცხყოფა, ამდენს ვერ მიხვდა. შალვა კერესელიძე ხომ ჯერ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და შემდეგ რამდენიმე წელი ამავე რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო? და თუ არაფერია გაკეთებული, პირველ რიგში, საკუთარი პარტიის წევრს უნდა მოსთხოვოს პასუხი. თან მის პერიოდში პრემიერი სწორედ გახარია იყო. ამიტომ, ვერავის დააბრალებენ სხვას.
რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძის საქმიანობას მცხეთაში, ამოიღოს ისტორიიდან ფაქტები, თუ რამდენი რამ აქვს გაკეთებული საკუთარი რაიონისთვის დიმიტრი ხუნდაძეს. ფეოდალები საკუთარ პარტიაში ეძებოს მეზვრიშვილმა, მცხეთელები კი კიდევ ერთხელ მიჰყვებიან მათთვის ისტორიულად გამორჩეულ მაჟორიტარს და დღეს უკვე რეგიონის დელეგატს დიმიტრი ხუნდაძეს.
რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანზე ორდღიან თავდასხმებს, ეს უკვე ოპოზიციის უკიდურესი მდგომარეობაა. ღირსეულ ქართველს, ვინც ქვეყანას ამდენი ჯილდო მოუტანა, მონას ეძახიან და ბოდიშის მოხდას სთხოვენ ისინი, ვინც თავად იყვნენ მონები და დღეს განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს სისხლიანი რეჟიმის მესვეური.
რაც უფრო მეტად გადმოვლენ შეტევაზე და შეურაცხყოფას მიაყენებენ ღირსეულ ადამიანებს, მით უფრო მეტი ხალხი მოვა არჩევნებზე და ამ გაბოროტებულ ოპოზიციას განაჩენს გამოუტანს. როგორ ვთქვა, რომ კარგია, რასაც აკეთებენ, ამ ღირსეულ ადამიანებს რას ვერჩით? მაგრამ მათი ქმედება მხოლოდ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. სხვას ვერაფერს დააკლებენ, საკუთარ თავს კი კიდევ ერთხელ დაგვანახებენ,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
რაც შეეხება ვ ლიპარტელიანს, არც სპორტში და არც კაცობაში დასაძრახი არაფერი უკეთებია და ახლა მეცოცხეები თუ ლანძღავენ, "ზნაჩიტ" მართლა ვაჟკაცია!