ევრაზიის უსაფრთხოების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში, სულ უფრო ხშირად ისმის, რომ „2014“ გარდამტეხი წელი გახდება რეგიონის ცხოვრებაში. შეერთებული შტატების და ნატოს შეიარაღებული ძალები ავღანეთს ტოვებენ, რითაც ცენტრალური აზიის (და უფრო ნაკლები დოზით კავკასიის) მომავალი გაურკვეველი ხდება. მომავლის წინასწარმეტყველება, რა თქმა უნდა, ფუჭი ძალისხმევაა, მაგრამ დისკუსიისთვის, The Bug Pit მომდევნო 12 თვეში მოვლენების შესაძლო განვითარების ვარიანტებს გთავაზობთ:
უსაფრთხოების რისკები
1. მთიანი ყარაბახი. რთული საქმეა. 2013 წლის ბოლოს გარკვეული პოზიტიური ნიშნები გაჩნდა, როდესაც პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა საზღვრის გასწვრივ სროლა გრძელდება, და შეიარაღებული ძალების მოზღვავება, რაც ქვეყნებს შორის სიტუაციას ძალიან ძაბავს (აზერბაინის მზარდი მილიტარიზაცია, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის დეჰუმანიზაცია საზღვრის ორივე მხარეს) არ შემცირებულა. შესაბამისად, კონფლიქტის განახლება, როგორც ჩანს მხოლოდ დროის საკითხია.
2. პამირი. მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის ცენტრალური მთავრობის მცდელობა რეგიონი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია 2012 წელის ივლისში სამხედრო ოპერაციით ხოროგში, სამარცხვინო მარცხით დასრულდა, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობა იგივეს მაინც შეეცდება. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, და დაძაბულობაც მატულობს.
3. ფერგანას ველი. შესაძლოა ეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე ნაკლებად ცნობილი ადგილია, მაგრამ ამ შორეულ ტერიტორიაზე, რომელიც ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის მდებარეობს, ინციდენტების ნაკადი არ წყდება. დევიდ ტრილინგმა კარგად შეისწავლა 2013 წელს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე არსებული ვითარება, ყირგიზეთმა კი ახალ წელს ტაჯიკეთი საზღვარზე შეიარაღებული ტექნიკის კონცენტრაციაში დაადანაშაულა (დუშანბე ამ ინფორმაციას უარყოფს)
გეოპოლიტიკა
1. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO) ექსპანსია. CSTO სამხედრო კომპონენტია რუსეთის განახლებულ ძალისხმევაში გააფართოვოს გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ჯერაც გაურკვეველია რას აკეთებს სინამდვილეში CSTO, მაგრამ ფურცელზე ის განაგრძობს გაფართოვებას, და უახლოვდება სწრაფი რეგირების და ერთობლივი საჰაერო ძალების აღდგენას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზემოთ აღწერილ ნებისმიერ კონფლიქტურ სცენარზე, რადგან ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, და სომხეთი CSTO-ს წევრები არიან, აზერბაიჯანი და უზბეკეთი კი არა.
2. რუსეთის ზეწოლა საქართველოზე. თბილისმა თითქოს დროებით ამოისუნთქა რუსული ზეწოლისგან მას შემდეგ რაც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და რუსეთის საფრთხობელა მიხეილ სააკაშვილი უკანა პლანზე გადავიდა. მაგრამ, იმის გამო, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ განაგრძობს ნატოში ინტეგრაციისკენ სვლას, კრემლმა კვლავ გაამკაცრა რიტორიკა და პროვოკაციული „სასაზღვრო“ მავთულხლართების გაბმა განაგრძო სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საზღვართან. იმავდროულად, საქართველომ ახლახანს განაცხადა, რომ ამიერიდან ის მხოლოდ დასავლური სამხედრო აღჭურვილობით გადაიარაღდება. საეჭვოა ამან კვლავ კონფლიქტი გამოიწვიოს, მაგრამ დიდი ალბათობით რუსეთის, საქართველოს და დასავლური ქვეყნების ურთიერთობაში საინტერესო დინამიკა იქნება, ვიდრე საქართველო განაგრძობს მისი გეოპოლიტიკური ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოში.
3. აზერბაიჯანის იზოლაცია. მისი პრობლემები სომხეთთან კარგად არის ცნობილი, მაგრამ 2013 წელს მას ურთიერთობა რამდენიმე სხვა ქვეყანასთანაც გაუფუჭდა. დაძაბულობის უამრავი წყარო გაჩნდა ირანთან, დაწყებული სასაზღვრო სროლებით დამთავრებული „ტერორისტულ“ შეთქმულებებამდე კასპიის ზღვის მილიტარიზაციის თემაზე. ამერიკის კრიტიკა აზერბაიჯანის მთავრობის რეპრესიულ პოლიტიკაზე სულ უფრო იზრდება. რუსეთს ხანმოკლე ფლირტი ჰქონდა ბაქოსთან, თუმცა მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ფლირტის მიზანი იყო ის, რომ სომხეთს ეეჭვიანა; შემდეგ რუსეთმა მკაფიოდ თქვა, რომ ყარაბახის გამო აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. „უფროს ძმას“ თურქეთსაც კი ჰქონდა სომხეთთან დაახლოების აშკარა მცდელობები.
ამ ყველაფერს ემატება ავღანეთიდან გამოსვლა, რაც თავისთავად აისახება ცენტრალური აზიის უსაფრთხოებასა და აშშ-ს პოლიტიკაზე რეგიონში. გავრცელდება თუ არა უსაფრთხოების პრობლემები ავღანეთიდან ცენტრალურ აზიაზე? მისცემს თუ არა შეერთებული შტატები ცენტრალური აზიის ქვეყნებს ავღანეთიდან დარჩენილ სამხედრო აღჭურვილობას? შეცვლის თუ არა აშშ თავის ურთიერთობას ყირგიზეთთან მას შემდეგ, რაც მანასის საავიაციო ბაზას დატოვებს? ჩემი აზრით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, და მართალია, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული კითხვა საინტერესოა (განსაკუთრებით ამერიკელებისთვის), ის შედარებით უმნიშვნელოა იმ მხრივ, თუ როგორ განვითარდება სინამდვილეში მოვლენები რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ ეს წერილი ავტობუსში დავწერე, სადაც ინტერნეტი არ იყო, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ჩემს შარშანდელ წლის შემაჯამებელ წერილს გადავხედე, ბევრი ფრაგმენტი ანალოგიური იყო. ყარაბახი და პამირი პოტენციურად ყველაზე ფეთებადსაშიში ადგილები იყო ერთი წლის წინაც, ასევე საქართველოს გეოპოლიტიკური ბალაანსის აქტი, პოტენციური კრიზისები ცენტრალურ აზიაში და CSTO - ამ ყველაფერზე შარშანდელ წერილშიც ვწერდი. მართალია, არც ყარაბახი და არც პამირი არ აფეთქებულა, თუმცა მათთან დაკავშირებული კონფლიქტის საფრთხე დღეს უფრო რელურია, ვიდრე 12 თვის წინ. საქართველოც და CSTO-ც საინტერესო ისტორიები იყო 2013 ში, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს 2014 წელს.
არ ეთანხმებით რომელიმე შეფასებას, ან მიგაჩნიათ, რომ რამე გამომრჩა? მომწერეთ twitter-ზე. ყველა შემთხვევაში, 2014 მოვლენებით მდიდარი წელი იქნება. გმადლობ, რომ კითხულობთ!
foreignpress.ge