თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი

ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

მან საზოგადოებას კონსტიტუციის დღე მიულოცა.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გაწერილი და არც ერთი წამით, არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს, არც ერთ თანამდებობის პირს არც კი გაუფიქრია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა.

რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას ღალატსა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში და ის ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის შესახებაც კონკრეტული პუნქტებით, გეგმით პოლიტსაბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება, ეს ამოცანები წარმატებით შესრულდეს“, - განაცხადა რიჟვაძემ.