გერმანიის ქალაქ ზოლინგენში, ცივი იარაღით თავდასხმას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის 650 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ფესტივალზე მამაკაცმა გამვლელები დანით დაჭრა.
ადგილობრივი გაზეთი Solinger Tageblatt-ი იტყობინება, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე - დაჭრილია.
როგორც გერმანული მედია იუწყება, სამართალდამცველებს თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.