საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ძალა, გასამართლდეს და წარდგეს საზოგადოების წინაშე, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ამის რაიმე შესაძლებლობა ექნება, უნდა უპასუხოს საზოგადოებაშივე არსებულ კითხვებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესების და საზოგადოების ინტერესების ღალატს, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ ექნება, ვერ იარსებებს ბუნებაში.
„ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანების დაცვა შევძლოთ კონსტიტუციური გარანტიების ფარგლებში და არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენს ღირსებაზე, ჩვენს ოჯახზე, ჩვენს შვილებზე პროპაგანდით, განსაკუთრებულად ლგბტ პროპაგანდით ზემოქმედება განახორციელონ და თავიანთი მავნე იდეები შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასაც კი ხელი მოაწეროს, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.