რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის დელეგატების დასახელებამ რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილებაში ჩააგდო

რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის დელეგატების დასახელებამ რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილებაში ჩააგდო

ჩვენი დელეგატები არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით, პრინციპულობითა და პატიოსნებით. თითოეული მათგანი საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციითა და სანდოობით სარგებლობს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის დელეგატების დასახელებამ რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პრინციპებისგან, ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაცლილი არიან.

„შესაბამისად, მათ ეშინიათ და სძულთ წარმატებული ადამიანები. თუმცა, მათ მოუწევთ იმ რეალობის აღიარება, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი შედეგები იქნება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.