აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა და ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა და ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მე არ ვწყვეტ ჩემს კამპანიას, უბრალოდ ვაჩერებ და არ ვამთავრებ. ჩემი სახელი დარჩება ბიულეტენზე უმეტეს შტატში“, - აღნიშნა რობერტ კენედიმ.

რობერ კენედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა რობერტ კენედის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბობის. ის შესანიშნავი ადამიანია, მას ყველა პატივს სცემს“, - განაცხადა ტრამპმა.