ვატო შაქარიშვილი: დღეს, როდესაც ტენდენციად იქცა “ურჩი” პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მცდელობები, რა გასაკვირია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული?

ვატო შაქარიშვილი: დღეს, როდესაც ტენდენციად იქცა “ურჩი” პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მცდელობები, რა გასაკვირია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული?

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. ის დაუპირისპირდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ქუჩაში ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს; რომელიც მაღაზიის თავზე აწყობდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევისას მოკლულ ადამიანებს; რომელიც კლავდა, აწამებდა და თავისუფლებას უზღუდავდა პოლიტიკურ ოპონენტებს; რომელიც არ ინდობდა თუნდაც იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მათი მეხოტბეები არ იყვნენ, მაგრამ არც რაიმე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ რეჟიმს! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის გადასარჩენად საკუთარი თავი წინა ხელისუფლების სასტიკი რეჟიმის სამიზნედ აქცია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აშშ-სა და ევროპის მმართველი ძალები, დღეს კი ის გაცილებით დიდი ძალების გაშმაგებულ ინტერესებს დაეჯახა, საქართველოს ინტერესების დაცვის გამო. 

შესაბამისად, შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღება გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ძალებისგან დასაცავად, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებსაც კი იშორებენ ტყვიით, როდესაც ისინი მათ ინტერესებს არ ახორციელებენ.

"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. ის დაუპირისპირდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ქუჩაში ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს; რომელიც მაღაზიის თავზე აწყობდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევისას მოკლულ ადამიანებს; რომელიც კლავდა, აწამებდა და თავისუფლებას უზღუდავდა პოლიტიკურ ოპონენტებს; რომელიც არ ინდობდა თუნდაც იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მათი მეხოტბეები არ იყვნენ, მაგრამ არც რაიმე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ რეჟიმს! ივანიშვილი დაუპირისპირდა მყარად ფესვგადგმულ  დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ოპონენტებს ან უბრალოდ მათთვის მიუღებელ ადამიანებს ართმევდა ბიზნესს, ქონებას, აკოტრებდა მათ და ასე თვითმკვლელობამდე ან მორალურ განადგურებამდე მიჰყავდა ისინი!  

ივანიშვილმა, ქვეყნის გადასარჩენად, საკუთარი თავი ამ სასტიკი რეჟიმის სამიზნედ აქცია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აშშ-სა და ევროპის მმართველი ძალები, ვინც მორჩილების სანაცვლოდ თვალს ხუჭავდა ნაც-მოძრაობის დანაშაულებზე და მეტიც უპრავებდა კიდეც. 

დღეს, ის გაცილებით უფრო დიდი ძალების გაშმაგებულ ინტერესებს დაეჯახა, საქართველოს ინტერესების დაცვის გამო! მას შეუზღუდეს საკუთარ ფინანსურ რესურსებზე წვდომა, შვეიცარიის საბანკო სისტემაც კი დააყენეს რეპუტაციული რისკის ქვეშ, რათა ივანიშვილის შანტაჟისთვის გამოეყენებინათ! 

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ისმის მუქარა ლიკვიდაციის შესახებ. 

დღეს, როდესაც ფაქტობრივად ტენდენციად იქცა “ურჩი” პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მცდელობები, რა გასაკვირია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული…? 

რთული გამოსაცნობი არ არის ის მეთოდები, რაც შესაძლოა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებსაც კი იშორებენ ტყვიით, როდესაც ისინი მათ ინტერესებს არ ახორციელებენ…

P.S. ის კი კარგის ნიშანია, რომ შინაარსზე არაფერი აქვთ სათქმელი და ტყვიაგაუმტარი შუშების სისქეს ზომავენ მხოლოდ…" -  წერს ვატო შაქარიშვილი.

ლაზი რა მხრიდანაც არ სცადეს, არფერი გამოსდით. ესენი ყოველდღე ითხოვენ, მაგრამ ისინი დასანქცირებასაგან თავს იკავებენ, იმათ კი არ ეშინიათ, საბაბსაც ვერ პოულობენ, მიზეზზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
აი ლიკვიდაციას არც საბაბი სჭირდება და არც მიზეზი.
მას, რა თქმა უნდა, ფიზიკური თავდასხმის ეშინია, და ზომებს იღებს.
ამათ კიდევ მისი, ცოცხალის ეშინიათ და ცოფებს ყრიან თავს რატომ იცავსო. ვითომ ქილიკობენ, სინამდვილეში გულზე სკდებიან.
2 თვის უკან