საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი იქნება და ქვეყნისთვის უკეთესის შეთავაზება შეეძლება.
„ ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.