მადლობა გუნდს ნდობისთვის. ამ გამოწვევის მიღება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ისევ ისეთი თავისუფალი და დემოკრატიული, როგორიც არის. ფიქრობ, თითოეულმა ადამიანმა თითო აგური უნდა დავდოთ და მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.