ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების მეოთხე პუნქტზე: აქ არც 78-ე მუხლის ამოღება და არც შესწორება არ იგულისხმება

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების მეოთხე პუნქტზე: აქ არც 78-ე მუხლის ამოღება და არც შესწორება არ იგულისხმება

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის არც ამოღება და არც შესწორება არ იგულისხმება ამ პუნქტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას - მმართველი გუნდი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას გეგმავს? ჟურნალისტის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების მეოთხე პუნქტი საიდუმლოა, რაც ზოგისთვის ეჭვებს ბადებს, რომ საკითხი სწორედ ამ მუხლის ამოღებას ეხება.

„[მეოთხე პუნქტში] იგულისხმება სხვა რამ, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა.