ოპოზიციამ არ იცის რა ნაბიჯები იდგმება. ყველგან და ყოველთვის ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, - განაცხადა განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულ მოქალაქეებს შეეხებოდა.
ჟურნალისტის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად.
„რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თანამოქალაქეების ინტერესები დავიცვათ და ამისთვის ყველა შესაძლო არხს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.