პრემიერი: იმ დანაშაულების გამო, რაც „ნაცმოძრაობამ“ და თავისმა სატელიტებმა ჩაიდინეს, უნდა გასამართლდნენ, ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან

პრემიერი: იმ დანაშაულების გამო, რაც „ნაცმოძრაობამ“ და თავისმა სატელიტებმა ჩაიდინეს, უნდა გასამართლდნენ, ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან

არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა (მას რეიტინგი ჰქონდა დაახლოებით 10%, როდესაც, 2 თვის წინ გაიზომა სოციოლოგიური კვლევით) არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება გაერთიანების ეს მცდელობები რასაც ვხედავთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

„თუმცა, საბოლოო ჯამში მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მხოლოდ ორი სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. საზოგადოება გადაწყვეტს იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები“, - აღნიშნა კოაბხიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის საინტერესო არ არის ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების პროცესი, რადგან, არჩევნების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს.

„მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით და მემკვიდრე პარტიებით, შესაბამისად ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს 9 წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, გასამართლებას ვერავინ აიცილებს თავიდან “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.