„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა მმართველი პარტიის პრიორიტეტები − მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება; ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ,  -  ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ პროპაგანდისტული შედეგების განეიტრალება, რაც წლების განმავლობაში საქართველოში დაინერგა. ასევე აღნიშნულია, რომ, დღემდე, ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ ტყვეობაში, რის გამოც, სახიფათო ნიშნულზე რჩება დესტაბილიზაციის საფრთხე.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ პროპაგანდისტული შედეგების განეიტრალება, რაც წლების განმავლობაში დანერგეს საქართველოში და რაშიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ ეტაპამდე „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობდა. 

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სრული სიმართლე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ხალხი საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვას.

იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ დღემდე ჩვენი ქვეყანა იმყოფება ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ ტყვეობაში, სახიფათო ნიშნულზე რჩება ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საფრთხე. გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ევროატლანტიზმის ერთგულებისა და უალტერნატივობის კონსტიტუციური დოგმა, არის ერთგვარი ნაღმი და ბორკილი, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეული ადგილი მოიპოვოს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რომელ კავშირში გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს.“ -  ნათქვამია განცხადებაში.