„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დღეს თბილისის დელეგატებს წარადგენს. ირაკლი კობახიძე დელეგატებს გორგასლის ოფისში 11:00 საათზე დაასახელებს.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საზოგადოებას 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან, 15 აგვისტოს წარუდგინა.