რატი იონათამიშვილი „ლელოში“ „თავისუფლების მოედნის“ წევრების შესვლაზე: ეს პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ ე.წ. პარტიები, სინამდვილეში, არც „ენჯეოები“ არიან და არც პარტიები, არამედ არიან აგენტურის ქსელები და „კანტორები“

ეს პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ ე.წ. პარტიები, სინამდვილეში, არც „ენჯეოები“ არიან და არც პარტიები, არამედ არიან აგენტურის ქსელები და „კანტორები“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარტია „ლელოში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების მოედნის“ წევრების შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაირქმევენ ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები თუ „ენჯეოები“, რადგან მათ საკადრის სახელს საზოგადოება დაარქმევს.

„ამ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს ზღვარი არც არასდროს ჰქონიათ სინამდვილეში, ვინაიდან ეს პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ ე.წ. პარტიები სინამდვილეში, არც „ენჯეოები“ არიან და არც პარტიები, არამედ არიან აგენტურის ქსელები და „კანტორები“. შესაბამისად, ამ „კანტორაში“ ვინ რა სახელს დაირქმევს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ საკადრის სახელს ჩვენი საზოგადოება დაარქმევს და ფაქტობრივად დარქმეულიც აქვს უკვე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.