„პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამერიკელი ხალხი არ ქირქილებს დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე, რომელიც გუშინ ზუსტად იგივე შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს აუცილებელია ქუდზე კაცი მივიდეს არჩევნებზე, რათა საქართველო სამშვიდობოს გავიდეს.
„პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამერიკელი ხალხი არ ქირქილებს დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე, რომელიც გუშინ ზუსტად იგივე შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს. თუ განსხვავება ის არის, რომ ტრამპს ესროლეს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ვერ მოახერხეს და დროულად აღკვეთეს? როგორი სულმდაბლობაა ასეთი საქციელი, თუმცა, ამ ოპოზიციისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს.
გუშინ, შემინული ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ამომრჩევლისადმი, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტერორი უტევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, მთლიანად საქართველოს. თუკი აქამდე პოლიტიკოსთა მკვლელობებს მხოლოდ სხვა ქვეყნების მაგალითზე ვიგებდით, დღეს სურთ ეს ქართულ რეალობადაც აქციონ.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, რათა საქართველო ავარიდოთ ამ ტერორს და სამშვიდობოს გავიყვანოთ. აუცილებელია მაღალი აქტივობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საბოლოოდ გამოვეხსნათ ომის საფრთხეს და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს ქვეყნის წინაშე. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა შიდა თუ გარე მტრებისგან. გვჯერა, ქართველი ხალხი ამას კიდევ ერთხელ შეძლებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.