დავით ქართველიშვილი: რას უპირისპირებს

დავით ქართველიშვილი: რას უპირისპირებს "ნაცსექტა" მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? "ცვილის ფიგურების" კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში "სმაილებით" შეგვიძლია ავსახოთ

და მაინც, რას უპირისპირებს ნაცსექტა მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? "ცვილის ფიგურების" კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში - "სმაილებით" შეგვიძლია ავსახოთ, -  ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის თითოეულ დაპირებაზე, "ცვილის ფიგურებს" რადიკალური ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ და ეს სიცილის "სმაილებია".

"და მაინც, რას უპირისპირებს ნაცსექტა მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირებებს? "ცვილის ფიგურების" კონტრარგუმენტები, მათივე ტროლ-ბოტების საუკეთესო ტრადიციებში - "სმაილებით" შეგვიძლია ავსახოთ:

"ქართული ოცნება" - ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, გარედან თუ შიგნიდან გამომდინარე მილიტარისტული ზრახვების მაქსიმალური განეიტრალება

"ცვილის ფიგურები" -  😆😆😆

"ქართული ოცნება" - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობით ომის დამარცხება, კონსტიტუციაში ახალი სახელმწიფოებრივი კონფიგურაციის ამსახველი ცვლილებების შეტანა

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

"ქართული ოცნება" - ქვეყნის მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ პროექტებში მაქსიმალური ჩართვა, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

"ქართული ოცნება" - მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ ერის საბაზისო ღირებულებების დაცვით, ყოველგვარი დამაზიანებელი კომპრომისების გარეშე, შესაბამის ღირსეულ, ევროპულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროკავშირში გაერთიანება

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

"ქართული ოცნება" - სამშობლო, რწმენა, ოჯახი

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

"ქართული ოცნება" - LGBTQ+ პროპაგანდის აკრძალვა საკონსტიტუციო დონეზე

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

"ქართული ოცნება" - ნაცსექტაზე "ნიურნბერგის" პოლიტიკური სასამართლოს ჩატარება, ქვეყნის ეროვნული, სარწმუნოებრივი, ეკონომიკური,პოლიტიკური წინსვლისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნის მიზნით

"ცვილის ფიგურები" - 😆😆😆

ამ ორ პროგრამულ მოცემულობას შორის მოუწევს საქართველოს არჩევანის გაკეთება. საქართველოს მომავალი თაობების, დედა-ეკლესიისა და ქართველობის წინაშე იმის ახსნა, თუ რატომ გავაკეთე არჩევანი ამაზე: "😆😆😆" ან მით უმეტეს, თავი რატომ შევიკავე სწორი არჩევანის გაკეთებაზე - საკუთარი ნამუსის წინაშე პრობლემატურად ასახსნელი იქნება." -  წერს ქართველიშვილი.