დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე: ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება

დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე: ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლასთან და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, ხომ არ დაგავიწყათ,  ბიძინა ივანიშვილის  მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს!  ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დანაშაულის გადაფარვის და დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მსხვერპლი არა ტრაგედია, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურაა. რაც შეეხება მცხეთაში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიღებულ უსაფრთხოების ზომებს, ექსპერტის თქმით, უსაფრთხოების სამსახური სწორედ იმისთვის  არსებობს, რომ პრევენციული ღონისძიება გაატაროს და ფატალური შედეგი არ დადგეს.

"ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლასთან და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, ხომ არ დაგავიწყათ,  ბიძინა ივანიშვილის  მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს!  ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც ტყვიაგაუმტარ მინას უკავშირდება, დანაშაულის გადაფარვის და დიდი საფრთხის გაუფასურებას ემსახურება, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ადამიანები, (ოპოზიციის რიგებში) რომელთათვის მსხვერპლი არა ტრაგედია, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურაა, შორს რომ არ წავიდეთ სააკაშვილის და ალასანიას საუბრის გახსენება საკმარისია, სადაც სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის საჭიროა მსხვერპლი, ალასანია უფრო შორს მიდის და ივანიშვილის   მკვლელობისთვის ფინანსური ხარჯის გაღების მზაობას გამოთქვამს.

მსგავსი რადიკალური, დანაშაულისკენ და მსხვერპლისკენ მიდრეკილი ჯგუფისგან ყველაფერია მოსალოდნელი, უსაფრთხოების სამსახური სწორედ იმისთვის  არსებობს, რომ პრევენციული ღონისძიება გაატაროს და ფატალური შედეგი არ დადგეს, რა თქმა უნდა ივანიშვილს დიდი სიფრთხილე მართებს, მით უფრო უახლოესი წარსულის გათვალისწინებით,  რამდენიმე თვის უკან სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელდა თავდასხმა, შემდეგ  დონალდ ტრამპზე, სწორედ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ტრამპი ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი მინების  გარემოცვაში ხვდება, რაც დასავლეთში გონივრულ ნაბიჯად ფასდება." -  წერს ჩიხელიძე.