კონგრესმენი ნიკოლ მალიოტაკისი: კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს

კონგრესმენი ნიკოლ მალიოტაკისი: კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ნიკოლ მალიოტაკისმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტობამ აშშ ვენესუელას მსგავს ქვეყნად შეიძლება აქციოს.

„[კამალ ჰარის მიერ შემოთავზებული] ფასების კონტროლი, სწორედ ეს გააკეთა ვენესუელამ იმ ინფლაციის საპასუხოდ, რომელიც [უგო] ჩავესმა და [ნიკოლას] მადურომ შექმნეს. ამიტომაც არ აქვთ ვენესუელაში საკვები“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.

„მათ გაანადგურეს სამხრეთ ამერიკის უმდიდრესი ქვეყანა. ამიტომ ვერ დავუშვებთ კამალა ჰარისის არჩევას“, - განაცხადა ნიკოლ მალიოტაკისმა.

მისი თქმით, ამერიკელ ხალხს სურს დაუბრუნდეს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას.

„ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს, რომ ამერიკა კვლავ უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და აყვავებული გახდეს“, - დასძინა მან.