ჯანმომ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმომ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო სამშაბათს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

მაიმუნის ჩუტყვავილა შეიძლება გავრცელდეს ახლო კონტაქტით. ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმის, ის იშვიათ შემთხვევებშია ფატალური. ის იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ჩირქოვან დაზიანებებს სხეულზე.

„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.