Axios: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

Axios: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ Axios-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტრამპის მიზანი „ჰამასთან“ შეთანხმების მისაღწევად ნეთანიაჰუს წახალისება იყო. თუმცა უცნობია, კონკრეტულად, რა უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს.

ივლისში ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს და ყველა ტყვე დაიბრუნოს.