თუ რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვლისა და ამერიკელ პარტნიორებზე.
„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,"- განაცხადა პრემიერმა.